საქართველოში უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე საუბარი ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო. რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში კვების დანერგვა, – ამ თემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია გასული წლიდან ინტენსიურად ვაშუქებთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან ბუფეტი მხოლოდ ოთხ სკოლაში ფუნქციონირებს. დანარჩენი სკოლები იმდენად მცირეკონტინგენტიანია და მოსწავლეთა მშობლების მსყიდველობითუნარიანობა ისეთი დაბალი, რომ ბუფეტის გახსნის მსურველიც კი არავინ გამოჩნდა.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასწავლებლებს ბავშვების სასურსათო მაღაზიებამდე თუ საცხობებამდე გაშვება უჭირთ. ბევრ მშობელს კი იმის ფინანსური საშუალებაც არ აქვს, რომ შვილებს საკვებისთვის ყოველდღიურად თანხა გაატანოს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში სკოლების ახლომახლო მაღაზია საერთოდ არ არის.
ჩვენს მუნიციპალიტეტში სასკოლო კვების კარგი პრეცედენტია ბორისა და ვარძიის სკოლებში, სადაც, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით, მოსწავლეებს ყოველდღიურად ღვეზელებით უმასპინძლდებიან.
მასწავლებლები ამბობენ, რომ მშიერი ბავშვი გაკვეთილზე არაპროდუქტიულია. ყოფილა შემთხვევა, როცა მოსწავლე სკოლაში შიმშილისგან ცუდად გახდა. სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ უფასო სასკოლო კვების დანერგვა სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ახლახან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კერძოდ – აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ინიციატივითა და ძალისხმევით, მხოლოდ პირველკლასელებს ერთი კვირის განმავლობაში უფასო კვების სერვისი შესთავაზეს. 24 პირველკლასელის ჯანსაღი საკვებით გამოკვებას 211 ლარი დასჭირდა. ამის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებმა ჩვენი გაზეთის წინა ნომრებიდან უკვე იცის.
მოძრაობის „ხმა“ ჩატარებული კვლევით, საქართველოში ყველა მოსწავლის გამოკვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება.
nმისასალმებელია, რომ სასკოლო კვების დასანერგად, ხარაგაულის თვითმმართველობაში ამ საკითხის განხილვა იწყება. ამ მიზნით საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისათვის“ თავმჯდომარე ირმა ვეფხვაძემ 13 ივნისს მიმართა.
„ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებაზე, რაც დასტურდება არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით, – ვკითხულობთ ამ მიმართვაში, – გარდა სოციალურ-ეკომომიკური ფაქტორებისა, პრობლემას წარმოადგენს სასკოლო ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა.
ჩვენი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საჯარო სკოლების მიმდებარედ მაღაზიებიც კი არ ფუნქციონირებს იმისათვის, რომ მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესში შესვენების დროს წახემსება მაინც შეძლოს.
პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ პედაგოგები, საჯარო სკოლების დირექტორები, მოსწავლეები და მშობლები. მოსწავლეების საკვებით უზრუნველყოფა გააუმჯობესებს მათ აკადემიურ მოსწრებას. ეს იქნება მოსწავლეთა ოჯახებისათვის მნიშვნელოვანი შეხიდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორ საჯარო სკოლას უკვე აქვს სასკოლო კვების პრაქტიკული გამოცდილება. იქამდე, ვიდრე ამ საკითხის ცენტრალიზებულად გადაწყვეტა მოხდება, ჩვენი ფრაქციის სახელით მოგმართავთ წინადადებით, საკრებულოს ბიურომ, კომისიებმა შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სასკოლო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია, თავდაპირველად ეს იყოს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მქონე მოსწავლეებისთვის. შევისწავლოთ და მოვიკვლიოთ პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური, ტექნიკური და მატერიალური რესურსები, კვების დადგენილი სტანდარტი, დაზუსტებული სტატისტიკა და მონაცემები; მუნიციპალიტეტში უკვე არსებული პრაქტიკა. საკითხის ირგვლივ მსჯელობაში ჩავრთოთ კვალიფიციური სპეციალიტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ ჩვენი – ყველას მონდომების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას ამ სიახლით შეხვდება“.
ირმა ვეფხვაძის განმარტებით, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს მიმართა ინიციატივით „უნივერსალური სასკოლო კვება ყველა მუნიციპალიტეტში“, პარტიის ოფისმა რეგიონებში თავიანთ დეპუტატებს ამ საკითხის გააქტიურება ადგილობრივ საკრებულოებში დაავალა.
რა აქტივობები დაიგეგმება ამ მიმართვასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და რას გადაწყვეტენ საკრებულოს დეპუტატები, ამის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გაცნობებთ.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი