

დღეს, 15 ივნისს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლის დასრულების მაუწყებელი ზარი დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის არასრული საჯარო სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა. მარიამ თაბაგარი, ლუკა თაბუკაშვილი და ილია კაპანაძე მომავალ სასწავლო წელს სწავლას სხვა, მათთვის სასურველ სკოლაში გააგრძელებენ.
კურსდამთავარებულებს თბილი ღონისძიება მოუწყვეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. უმცროსკლასელებმა ქართული ანბანის დაარსებისა და განვითარების ისტორია გვიამბეს, უფროსკლასელებმა ლექსებით, სიმღერებითა და იუმორისტული ნომრებით გააცილეს სკოლიდან თავიანთი უფროსი მეგობრები.
ეკრანზე სლაიდებით ვიხილეთ კურსდამთავრებულთა ცხრაწლიანი სასკოლო ცხოვრება – მათი სკოლაში შემოსვლის პირველი დღიდან – 2014 წლის 15 სექტემბერიდან 2023 წლის 15 ივნისადმე.
მცირეკონტინგენტიან ბაზალეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები ერთი ოჯახის წევრებივით არიან. ერთად იგეგმება და ხორციელდება ყველა აქტივობა და ღონისძიება.
კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს კლასის ხელმძღვანელმა ინგა გლუნჩაძემ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ფიქრია ტალახაძემ, მშობელმა გიგა შერგელაშვილმა და სკოლის დირექტორმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა.
„სასწავლო წლის ბოლო დღე ჩვენთვის ყოველთვის სევდიანია, – აღნიშნა ღონისძიების შემდეგ იზოლდა ოკრიბელაშვილმა, – ბედნიერი და წარმატებული იყოს თქვენი სავალი გზები, ჩვენო კურსდამთავრებულებო. მუდამ ჯიუტად ისწრაფვოდეთ სრულყოფილებისა და განათლებისკენ.
არასდროს გაწყვიტოთ კავშირი თქვენს მშობლიურ სკოლასთან. ჩვენს სკოლას ერთიანობა, ერთგულება, თანადგომა და სიყვარული გამოარჩევს და ეს თაობებში უნდა გაგრძელდეს“.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეები სწავლაში, სხვადასხვა სასკოლო თუ სკოლისგარეშე ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობისთვის სიგელებით და დიპლომებით დააჯილდოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ ხუთი არასრული საჯარო სკოლა ფუნქციონირებს (ბაზალეთი, ვაშლევი, უბისა, სარგვეში, ხუნევი). მათგან წელს კურსდამთავრებული უბისის სკოლას არ ჰყავს. თითო-თითო კურსდამთავრებულია სარგვეშისა და ვაშლევის სკოლებში, ხოლო ხუნევის სკოლაში – 2.
ნაყოფიერ და საინტერესო დასვენების დღეებს ვუსურვებთ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს.
მომავალი, 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
ფოტოზე: ბაზალეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სკოლის დირექტორთან და კლასის ხელმძღვანელთან ერთად
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა