

91 წლის ასაკში ღვაწლმოსილი ექიმი, თერაპევტი ლიანა თარგამაძე გარდაიცვალა.
ლიანა ექიმი, 53 წლის განმავლობაში, ხარაგაულის რაიონში საქმიანობდა. ის ჯერ ღორეშისა და ხუნევის საავადმყოფოებში მუშაობდა, 1966 წლიდან კი სამედიცინო საქმიანობა ხარაგაულის საავადმყოფოში გააგრძელა.
„კარგი ექიმის სახელი, საზოგადოებაში ნდობა და ავტორიტეტი რომ დაიმსახურო, პაციენტს ყურადღებით უნდა მოეპყრო, უნდა მოუსმინო და მისი ყველა სურვილი გაითვალისწინო, – ამბობდა ლიანა ექიმი „ჩემი ხარაგაულისთვის“ მოცემულ ინტერვიუში, – მთავარია, სხვისი გაჭირვება და გულისტკივილი შენად მიგაჩნდეს, იყო თავმდაბალი და მოსიყვარულე.
…ექიმი თავს ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობს, როცა მომაკვდავი ავადმყოფის საწოლთან გაიმარჯვებს და მას სიცოცხლეს დაუბრუნებს. იმ ბედნიერებასა და სიხარულს არაფერი შეცვლის. ასეთი დღე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრია“.
ბოლო წლებში ლიანა ექიმი თბილისში ცხოვრობდა. ის ხარაგაულსა და ხარაგაულელებზე, აქ გატარებულ ბედნიერ წლებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა.
ლიანა თარგამაძის ხსოვნა მარად დარჩება მისგან განკურნებული პაციენტების, ასევე იმ ადამიანთა გულებში, ვინც მას იცნობდა.
მშვიდად განისვენეთ, ლიანა ექიმო.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა