

რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე წყვილების მკურნალობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიზარდა.
ინვიტრო განაყოფიერებისთვის ერთ წყვილზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა და წლის განმავლობაში 4 ათასი ლარით დაფინანსდება.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, წყვილმა დაფინანსება რომ მიიღოს, მათ მერიის სოციალურ სამსახურში უნდა წარადგინონ:
ამ დაფინანსების მისაღებად აუცილებელია, რომ ორივე წყვილის იურიდიული მისამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იყოს.
ცვლილება განხორციელდა მოქალაქეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. ამიერიდან ბინის ქირა აუნაზღაურდებათ იმ მოქალაქეებს/ოჯახებს, რომლებიც სტიქიური უბედურების შედეგად მომატებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და საცხოვრებელი ადგილიდან გაყვანას ექვემდებარებიან.
ამ დრომდე ბინის ქირას ადგილობრივი ბიუჯეტიდან უსახლკაროებსა და ძალადობის მსხვერპლ პირებს უნაზღაურებდნენ.
ბინის ქირისთვის საჭირო თანხის მისაღებად მოქალაქემ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარადგინოს:
სოციალურ პროგრამებში ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დღეს, 5 ივნისის სხდომაზე დაუჭირა.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს