„სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, ვარძიის მეხუთე უბანში ოჯახების ბუნებრივი აირის მილსადენზე დაერთება დასრულდა და ახლა გაზიფიცირება ვარძიის პირველ უბანში გრძელდება.
„იმ ოჯახებში, სადაც უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცული იყო, ბუნებრივი აირი ჩავრთეთ, 50-60 ოჯახი სრულად გაზიფიცირებულია“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
გაგაცნობთ, რა მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი ნაგებობა, რომ მომხმარებელს ბუნებრივი აირი ჩაერთოს. ოჯახის გაზიფიცირებისთვის მოქალაქემ „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადი სერვისცენტრში უნდა წარადგინოს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ასლი და საკუთრების შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამის შემდეგ სერვისცენტრის წარმომადგენელი ადგილზე მოკვლევას აწარმოებს. მზადდება ესკიზი – საიდან და როგორ უნდა გაიყვანონ გაზსადენი ცენტრალური მაგისტრალიდან აბონენტის სამზარეულომდე.
სამზარეულოს ფართი უნდა იყოს არანაკლებ 12 კვმ, ჭერის სიმაღლე 2.1 მ, სამზარეულოს ფანჯარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარკმელი, მაგრამ თუ გაზქურასთან არის მეტალო-პლასტმასის ფანჯარა, გადმოღების ფუნქციით, სარკმელი აღარ არის საჭირო.
აბონენტმა წინასწარ უნდა შეიძინოს გაზქურა, რომელზეც ტექნიკოსი ბუნებრივი აირის მილს დააერთებს. თუ აბონენტს არ ექნება გაზქურა და სარკმელი სამზარეულოში, ასეთ სახლში ბუნებრივი აირი ვერ დაერთდება. გაზქურა უნდა იყოს ახალი, მუშა მდგომარეობაში და არ შეიძლება ის იყოს ნამუშევარი თხევად გაზზე.
ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური 400 ლარია, შესაძლებელია თანხის განაწილება 17 თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი, საერთო ჯამში, 425 ლარს იხდის.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან ბუნებრივი აირი 11 სოფელშია შეყვანილი. ამჟამად ცენტრალური გაზსადენი ქროლსა და ღარიხევში გაჰყავთ.
ბუნებრივ აირს ხარაგაულის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა ითხოვს, განსაკუთრებით იქ, სადაც მეზობელი სოფლები გაზიფიცირებულია.
სოფელ ვარძიაში გაზიფიცირების საკითხს „ჩემი ხარაგაული“ პერმანენტულად აშუქებდა.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,