

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების უმცროსკლასელთა შორის გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ლეღვნის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ „მხიარულ თამაშებში“ შვიდი სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში ერთმანეთს ლეღვანისა და ვახანის სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალში მონაწილე გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ფასიანი საჩუქრები შვიდივე სკოლის გუნდს განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ გადასცა.
აქტიური მონაწილეობისთვის ვერტყვიჭალის სკოლის გუნდი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებული გუნდი – კულტურის სამსახურმა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!