

ამ წუთებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლების უმცროსკლასელთა შორის „მხიარული თამაშები“ ტარდება.
ამ სპორტულ-შემეცნებითი შეჯიბრების ინიციატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე).
ამ სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სპორტის მიმართულებით უჩა ცხადაძე ამბობს, რომ „მხიარული თამაშების“ სპორტულ შეჯიბრებებს ფინალში შემეცნებითი ტური დაემატა – ფინალისტი გუნდების წევრებმა ათ ინტელექტუალურ შეკითხვას უნდა უპასუხონ.
ამ სპორტულ შეჯიბრებაში ხარაგაულის მუნიციპალუტეტში მოქმედი 26 სკოლიდან მონაწილეობენ – ლეღვანის, მარელისის, ვახანის, მოლითის, კიცხის, ვარძიისა და ვერტყვიჭალის სკოლების მეხუთე-მეშვიდე კლასების მოსწავლეები. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ტარდება.
ფინალში გამარჯვებულები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!