

ხარაგაულის სალოტბარო სკოლამ ახალციხის, ზესტაფონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლებს უმასპინძლა.
ამ სკოლების გუნდები მაყურებლის წინაშე წლის განმავლობაში შესწავლილი ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და მისი მოადგილე გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
გიორგი დონაძემ სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტის შემდეგ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძურის – ხალხური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს. ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მომავალი თაობის გაძლიერებას მხარს ყოველთვის დაუჭერს.
ხარაგაულის სალოტბარო სკოლის დირექტორმა დალი მაღრაძემ ხარაგაულის, ახალციხის, ზესტაფონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლების ლოტბარებს – მაია მაღრაძეს, ზაზა თამარაშვილს, ალექსანდრე ხახიშვილსა და ბესო მახათაძეს ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნებისა და ახალგაზრდებში ამ სიმღერების მიმართ სიყვარულის გაღვივებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ხარაგაულში სალოტბარო სკოლა 2019 წლის მაისში, ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,