ელექტრონული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ.
ხარაგაულის, ოზურგეთის, ონის, ვანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერების ესტონეთში ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში შედგა.
როგორ აპირებს ესტონური გამოცდილების გაზიარებას, – ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს:
– ელექტრონული მმართველობის კუთხით ესტონეთი ევროკავშირში ერთ-ერთი მოწინავე და სამაგალითო ქვეყანაა. ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობაში ელექტრონული სერვისები აქტიურად დავნერგოთ.
შევხვდით როგორც ექსპერტ-სპეციალისტებს, ისე ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერებს. ესტონეთში, ფაქტობრივად, დოკუმენტბრუნვა ქაღალდზე აღარ არსებობს.
ტალინის მერის მოადგილეს, თვითმმართველი ქალაქის – ტარტუს ვიცე-მერს და ტარტუს მუნიციპალიტეტის მერს შევხვდით.
ვნახეთ, რამდენად წინ არის წასული ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც ევროკაშირის წევრობამ დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩინა როგორც ელექტრონული მმართველობის, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.
ცხადია, ეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ამბიციის სისწორეს, რომ ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს და მიდის ევროკავშირისკენ.
ვიმყოფებოდით მუნიციპალიტეტში, სადაც 13 ათასი მაცხოვრებელია. ევროკავშირის წევრობამ განაპირობა ის, რომ ამ მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი 32 მილიონი ევროა, – დაახლოებით 70-80 მილიონი ლარი.
დღეს იქ ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაკლებადაა. ამიტომ საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი მოქალაქეთა კეთილდღეობაზე იხარჯება – მათთვის სერვისების მოწესრიგებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებაზე, რაც სრულად პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს.
მე და ჩემი კოლეგები კიდევ უფრო მყარად დავრწმუნდით იმ დიდ სიკეთეში, რაც ჩვენთვის მოაქვს ევროკავშირს და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას. ასე რომ, მადლობა მინდა ვუთხრა გაეროს განვითარების პროგრამას ამ ვიზიტისთვის.
შეძლებისდაგვარად, ელექტრონულ სერვისებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დავნერგავთ.
მინიმალური პრინციპი იქნება ის, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს კომპიუტერი და ფლობდეს ელექტრონული პროგრამების მუშაობის მინიმალურ დონეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ელექტრონული მმართველობის სერვისები გასულ წლებში დავნერგეთ, თუმცა, ეს არასაკმარისია. ამას თან ინტერნეტზე წვდომის სირთულეები ახლავს.
ხარაგაულის მერიაში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტი გვაქვს და მისი სიჩქარე ნორმალურია. რაც შეეხება სოფლებს, სადაც იუსტიციის სერვისცენტრებია, მერის წარმომადგენლები იმ შენობებში მუშაობენ და ინტერნეტით უზრუნველყოფილნი არიან.
ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი ადგილებიდან დაუკავშირდნენ – მივიდნენ მერის წარმომადგენლებთან და მათთვის საინტერესო, სასარგებლო და აუცილებელ საკითხებზე წერილები, დოკუმენტები, შეკითხვები მერიაში გამოაგზავნონ.
გამართული ელექტრონული სერვისების შემთხვევაში, მოქალაქისთვის მერიაში მოსვლა და ჩემს წარმომადგენელთან მისვლა ერთნაირი შედეგის მომცემი უნდა იყოს.
კიცხში, ღორეშაში, ხევსა და დ. ხარაგაულში, სადაც იუსტიციის სახლებია, მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა და მიღება. სხვა სოფლებს რაც შეეხება, ერთიანად შევისყიდით კომპიუტერულ ტექნიკას და გადავცემთ მერის წარმომადგენლებს.
ნებისმიერ სოფელში მერის წარმომადგენელთან მისულმა მოქალაქემ თავისი თვალით უნდა ნახოს, რომ მისი განცხადება დარეგისტრირდა და მერიას გადმოეცა.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,