ხარაგაულის კინოთეატრში 17 მაისს მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #3, ვერტყვიჭალის, საღანძილის, კიცხისა და მოლითის სკოლების გუნდები შეხვდნენ.
ეს ღონისძიება ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართა.
მან-სან-კანის ფინალზე მაყურებლის წინაშე იუმორისტული ნომრით ამ კონკურსის ქართული ლიგის ერთ-ერთი ფინალისტი – ქუთაისელთა გუნდი „სკვაზნიაკი“ – გიორგი ბულისკერია და დათო დარბაძიე – წარსდგნენ.
მათთან ერთად ხარაგაულის სასკოლო ლიგის ფინალის ჟიურის წევრები იყვნენ: გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი (ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ წევრები), შოთა გელაშვილი – გორის იუმორისტული ჯგუფის „კეხურას“ კაპიტანი, ვარლამ ჭიპაშვილი – ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე.
გუნდებმა ფინალში ორი ნომერი წარმოადგინეს – მისალმება და იუმორისტული ნომერი ცნობილ ხარაგაულელთან.
სასულიერო გიმნაზიის გუნდმა იუმორისტული ნომერი ამავე გიმნაზიის მასწავლებელ თორნიკე ბაკურაძესთან ერთად ითამაშა; ხარაგაულის #3 სკოლის გუნდმა – ნიკო მაჭავარიანთან; ვერტყვიჭალის სკოლის გუნდმა – ამავე სკოლის დირექტორ ლენა აბაშიძესთან; საღანძილის სკოლის გუნდმა – ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობ დავით (კოკი) ჭყოიძესთან; კიცხის სკოლის გუნდმა – ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძესთან, ხოლო მოლითის სკოლის გუდმა – ამავე სოფლის რწმუნებულ სპარტაკ ლაცაბიძესთან.
ჟიურის გადაწყვეტილებით, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ფინალში მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები.
მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვნენ:
2023 წლის სასკოლო ლიგის სეზონის საუკეთესო მონაწილე გოგონა – თეო ჭიპაშვილი (სასულიერო გიმნაზია) გახდა, ხოლო საუკეთესო მონაწილე ვაჟი – ნიკოლოზ ოკრიბელაშვილი (კიცხის სკოლა).
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მან-სან-კანის ჟიურის წევრებმა – შოთა გელაშვილმა, გიორგი ბულისკერიამ და დათო დარბაძიემ აღნიშნეს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გაუჭირდათ.
გიორგი მაქაძემ და გიორგი ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდული ფესტივალის და მან-სან-კანის დამფუძნებელს ხარაგაულში მამუკა ჭიპაშვილს და გუნდებს შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულში გამორჩეულად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა თაობა გვყავს. მისი თქმით, დასაფასებელია თითოეული სკოლის კოლექტივი და მშობლები, რომლებიც მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისთვის თავს არ იზოგავენ.
მეგობრობის თამაში – ასე შეაფასა მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: კიცხის სკოლის გუნდი ირინე ჩხეიძესთან ერთად
ამავე თემაზე
ფესტივალის მთავარი მიზანი გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერაა
„ახალგაზრდულმა ფესტივალმა სასკოლო ცხოვრება გამოაცოცხლა“
„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“ მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.