დღეს, 17 მაისს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, მრავალი თაობის აღმზრდელს, მერი გიორგიძეს, 84 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა მერი მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.
ამ თეატრის ხელმძღვანელმა, მერი გიორგიძის მოსწავლემ, იზა ვეფხვაძემ, საკუთარი პედაგოგის ხსოვნას კრებული მიუძღვნა. „მერი მასწავლებელი“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც შესულია ნაწყვეტები მერი გიორგიძის პირადი დღიურიდან, მისი ბიოგრაფია და მოგონებები მასზე.
იზა ვეფხვაძემ კრებულიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა. გაგვაცნო მერი გიორგიძის დღიურში ჩაწერილი ციტატები, რომლებიც მან საკუთარ შვილებსა და მეგობრებს მიუძღვნა.
„ადამიანი სიცოცხლეში უნდა გაახარო. ალბათ სჯობდა, ეს წიგნი მერი მასწავლებლის სიცოცხლეშივე შემედგინა, თუმცა ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ის ასე მალე დაგვტოვებდა, – ის ხომ მუდამ ხალისიანი, ენერგიული და დაუღალავი იყო“, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ.
„ქალბატონი მერისა და იზა ვეფხვაძის მეგობრობა ნამდვილად უნიკალური იყო, – აღნიშნა საღამოზე პუბლიცისტმა, წიგნის რედაქტორმა ზაურ ნაჭყებიამ, – ეს წიგნი იმ სითბოსა და სიყვარულის უკუგებაა, რაც მერი მასწავლებლისგან მოდიოდა“.
მერი გიორგიძე გაიხსენეს მისმა შვილებმა, შვილიშვილმა, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მოსწავლეებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა და იმ ადამიანებმა, რომელთა გულშიც მერი მასწავლებელმა დაუვიწყარი კვალი დატოვა.
„ერთმანეთისგან საოცრად ბევრს ვსწავლობდით, სულ ერთად ვიყავით და ხშირად ვკამათობდით ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ და ეს საღამო ნამდვილად მძიმეა ჩემთვის. თუმცა მიხარია, რომ ადამიანები მერის ასეთი თბილი, ტკბილი სიტყვებით იხსენებენ. დღე არ გავიდოდა, ჩვენ ერთმანეთს არ შევხმიანებოდით. ამიტომ მერი ჩემს მეხსიერებაში უკვდავია“, – აღნიშნა ღონისძიებაზე მერი გიორგიძის მაზლმა ფრიდონ ხიჯაკაძემ.
მერი გიორგიძის ხსოვნას ლექსები მიუძღვნეს მისმა მეგობარმა პოეტებმა ლინა ბარათაშვილმა და ვალერი გოგნაძემ.
გთავაზობთ ნაწყვეტს კრებულიდან „მერი მასწავლებელი“.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი