ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „Art-გენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის საიუბილეო აღნიშვნისთვის ემზადება.
თუმცა ფესტივალის მოყვარულებს ივლისამდე ლოდინი არ მოუწევთ. „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ – ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 20 მაისს კურორტ საირმეში. ივლისში კი ფესტივალი ტრადიციულად თბილისში გაიმართება.
ღონისძიება „ახალ საირმეში“ ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ კი „არტგენის“ ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება. „ჩვენებურები“, „ფრანი“, „REGGAEON“, ნიაზ დიასამიძე, „33ა“- „ახალი საირმის“ სტუმრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლების მოსმენას მხოლოდ ერთი დღით ჯადოსნურ გარემოში შეძლებენ.
გაგა ფრანი, „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. ზოგადად, სადაც ღვინის ტრადიცია არსებობს და დღემდე წარმატებით ცოცხლობს, იქ ქართული ცეკვა-სიმღერა და ფოლკლორიც ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ასეა საირმეშიც“.
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ადგილებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ახალი საირმის“ სივრცე და ხასიათი სრულად პასუხობს ფესტივალის შინაარსსა და მოთხოვნებს.
გაგა ფრანი, „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ახალი საირმის“ ის გარემო, სადაც ფესტივალი მოეწყობა, რომ ჩადიხარ, უკვე „არტგენია“, ისეთია ირგვლივ ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რატომაა ის ორმაგად მიმზიდველი და სასიამოვნო „არტგენის“ მეგობრებისა და თანამგზავრებისთვის – თუ ჩვენს მსმენელებსა და ფესტივალის ერთგულ გულშემატკივრებს სხვადასხვა დღეს ვთავაზობთ ხოლმე მათთვის საყვარელი სხვადასხვა ჯგუფის კონცერტებს, აქ მათ ერთიანი მიქსი დახვდებათ. სტუმრებს შეეძლებათ, საირმის ულამაზეს ბუნებაში მათთვის საყვარელ ჯგუფებს მთელი დღის განმავლობაში უსმინონ. ის, რაც შეიძლება თბილისში ეთნოგრაფიულში ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს, საირმეში, ამ საოცარ გარემოში, ერთ დღეში მოხდება“.
19 მაისს, მთავარ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, სასტუმრო „ახალ საირმეში“ სპეციალურად სასტუმროს სტუმრებისთვის, დახურული მუსიკალური საღამო – გაგა ფრანის აკუსტიკური პერფორმანსი გაიმართება.
20 მაისს კი „Art-გენზე“დასწრებას, სულ, 600 მსურველი შეძლებს. ბილეთების გაყიდვა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. უნიკალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა – „ახალი საირმე“ მზადაა ფესტივალის სტუმრებისთვის ჯადოსნური მუსიკალური თავგადასავალი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი