ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხორციელდება.
21 აპრილს ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისგან იდეების მიღება დასრულდა.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოქალაქეებისგან სულ 35 წინადადებაა წარდგენილი. ამ იდეებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 24 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში შეისწავლის.
სამუშაო ჯგუფისგან მოწონებული პროექტები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება. 2 მაისიდან 16 მაისამდე მოქალაქეებმა განსახორციელებელი პროექტები ხმის მიცემით უნდა გამოავლინონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ პროგრამის განსახორციელებლად 2023 წელს 150 000 ლარი გამოიყო.
2022 წელს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.
ამ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ექვსი პროექტი: ხარაგაულში მოეწყო ფრენბურთის მოედანი და ტურისტული ლოკაცია, ღორეშაში – მინი ფეხბურთის სტადიონი, ვერტყვიჭალაში – ტრენაჟორები და ფანჩატური, კიცხში – „ლილეს წყარო“, ფარცხნალში – დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის ჭაბურღილი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი