

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობების გარე ფასადების პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში – აწესრიგებენ.
„განახლებული რეგიონების“ ოთხწლიანი პროგრამა ცენტრალური ბუჯეტიდან დაფინანსდა. 2021 წელს ხარაგაულში ამ პროგრამის ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურიდან ყოფილი რაიკავშირის შენობის ჩათვლით) სკვერების, კულტურის ცენტრისა და მიმდებარე საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდა.
დავინტერესდით, რა სამუშაოები ტარდება ამჯერად და ხომ არ იგეგმება შენობების სახურავების შეცვლა. ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გვიპასუხა:
„კომპანია, რომელმაც პროგრამის ფარგლებში გარე ფასადები მოაწესრიგა, ვალდებულია, არსებული ხარვეზები გამოასწოროს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – კომპანიას ამ შენობების მოვლა-პატრონობაზე საგარანტიო ვადა ჯერ არ ამოწურვია. აქედან გამომდინარე, შენობების გარე ფასადებს აწესრიგებენ.
კულტურის ცენტრის შენობის გადახურვას რაც შეეხება, ძალიან გვინდა, რომ ეს შენობა სრულად რეაბილიტირდეს. ეს თუ ვერ მოხერხდა, მაშინ წელს მის სახურავს აუცილებლად შევცვლით“.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის შენობის სახურავი დაზიანებულია და შენობის სამივე ოთახში (სარეპეტიციო, საკონცერტო დარბაზები და ადმინისტრაციის ოთახი) წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ამის გამო ჭერი დაობებულია.

„რა თქმა უნდა, დისკომფორტი გვექმნება, ცეკვის რეპეტიციის დროს ჭერიდან წყალი რომ ჩამოდის,- ამბობს ანსამბლ „მთიელის“ ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე, – საფრთხის შემცველი რომ იყოს იქ ყოფნა, რეპეტიციას არ ჩავატარებ. თუმცა, წვიმის დროს იმ მხარეს, სადაც წყალი ჩამოდის, ცხადია, ვერ ვცეკვავთ“.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე შენობების ფასადები ამხანაგობა „დბს“-მ მოაწესრიგა. შენობების სახურავების რეაბილიტაცია არც მაშინ გაუთვალისწინებიათ.
ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობების გარე ფასადების პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში – აწესრიგებენ. „განახლებული რეგიონების“ ოთხწლიანი პროგრამა ცენტრალური […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე
„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ,
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო