3-5 აპრილი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პირველად სტუმრობს იმერეთის რეგიონს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა. პროექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლება, უნარების განვითარება და სხვა.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ოფიციალური შეხვედრა გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან. მათ ერთად მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებებისა და უთანაბრობების შემცირებას, რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას.
2021-2022 წლებში იმერეთის რეგიონისთვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 71 პროექტის განსახორციელებლად, 65 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ეწვია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ელჩი ჰერჩინსკი დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებს წარმომადგენლებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების დახმარებით და „განათლების განვთარების და დასაქმების ცენტრთან“ (EDEC) თანამშრომლობით ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს და დასაქმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰერჩინსკი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ მათ კითხვებს უპასუხა.
ელჩი ჰერჩინსკი ასევე ეწვია წყალტუბოს, სადაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრებრეს. ელჩმა LAG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ერთ-ერთი პროექტი – „თეთრა მღვიმეც“ მოინახულა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ვიზიტი შედგა მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია „ჰერბიაშიც“, რომელმაც, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, წარმოების გასაფართოებლად და საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი