

დღეს, 3 აპრილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში რიკოთის ავტობანზე შექმნილი ვითარების გამო პრესკონფერენცია გაიმართა.
რიკოთის ავტობანი, სოფელ ხევთან მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, 30 მარტიდან ჩაკეტილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი რიკოთის ავტობანზე ავტომობილების მოძრაობის თარიღს ვერ ასახელებს და მხოლოდ ავტობანის ჩაკეტვის მიზეზებზე საუბრობს.
სოფელ ხევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, მთის ფერდზე გაჩნდა ბზარები, რომელიც ღრმავდება და მეწყერის საშიშროებას ქმნის. მეწყრულ უბნებს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები აკვირდებიან.
„მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება, ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები“, აცხადებს გიორგი წერეთელი.
ამჟამად ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზაზით მოძრაობს. ამ გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებს.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,