

სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 კიცხის საინფორმაციო ცენტრში, 4 აპრილს, შეხვედრას გამართავს.
ზესტაფონში მოქმედი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 ბიქეი ქონსთრაქშენის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.
სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 მსურველებს სთავაზობს პროფესიული მომზადების 11 პროგრამას სამშენებლო მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: თეორია და სასწავლო პრაქტიკა კოლეჯის ბაზაზე და ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა ბიქეი ქონსთრაქშენის მშენებლობებზე. სწავლება მიმდინარეობს 2 თვის განმავლობაში, რომლის დასრულების შემდეგაც მსმენელები განაგრძობენ 2.5 თვიან ანაზღაურებად პრაქტიკულ სწავლებას. კურსდამთავრებულების დასაქმებას გარანტირებულად უზრუნველყოფს ბიქეი ქონსთრაქშენი თავის მიმდინარე პროექტებზე.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!