„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა.
ამ დეკლარაციებიდან 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა. მათ შორის – დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.
კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე.
ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან (ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე, ტყიბული) ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევა 12 პირს დაუდგინდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
გრიგოლ ჭიპაშვილი – ხარაგაულის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
გრიგოლ ჭიპაშვილმა 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის კოოპერატივ რკ „თაფლი მარგებელის“ ერთ-ერთი დირექტორი და გამგეობის წევრი.
დავით კიკნაძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავით კიკნაძეს 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი ფლობს ხარაგაულში მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართობით 3 434 კვადრატული მეტრი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
დავით ლაბაძე – ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
დავით ლაბაძეს 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რომ იგი შპს “დ.დ.კ. ინვესტის” 33% წილის მფლობელია, ასევე, საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.
ბათუ ღვალაძე – ჭიათურის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
ბათუ ღვალაძეს 2023 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს ჭიათურაში, სოფელ სვერში მდებარე მიწის 9 ნაკვეთს, ჯამური ფართობით 15,000 კვადრატული მეტრს აღემატება, ასევე ქალაქ ჭიათურაში მდებარე ავტოფარეხს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზვიად თავხელიძე – ზესტაფონის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ზვიად თავხელიძეს 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში უწერია, რომ ის შპს “სტილის” 40 % წილის მესაკუთრეა, თუმცა მას ეს წილი მართვის უფლების სხვისთვის არ გადაუცია, რაც კანონდარღვევაა.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
პეტრე ჭიხორია – საჩხერის მერიის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი
პეტრე ჭიხორიას 2022 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის ინდივიდუალური მეწარმეა.
მამუკა ბედიანიძე – საჩხერის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა ბედიანიძეს 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, ასევე შპს “მამუკას” 100% წილის მფლობელი და დირექტორი. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არც დირექტორის პოზიცია დაუტოვებია და არც წილი გადაუცია მართვის უფლება სხვისთვის.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
იოსებ რობაქიძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
იოსებ რობაქიძემ 2023 წლის 27 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს “სზ ჯგუფის” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, საკუთარი წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
თემური ძაგნიძე – ტყიბულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
თემური ძაგნიძეს 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის არის ინდივიდუალური მეწარმე.
თეიმურაზ ქელბაქიანი – ტყიბულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
თეიმურაზ ქელბაქიანმა 2023 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “უკრაინა საქართველო ინვესტის” 20% და შპს “მთის ნობათის” 24.5% წილის მფლობელი, თუმცა ეს წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.
ცოტნე აბესაძე – ტყიბულის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე
ცოტნე აბესაძეს 2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი შპს “ბროზერს”-ის 49% წილის მფლობელია, თუმცა წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.
ვახტანგ გვენეტაძე – ტყიბულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
ვახტანგ გვენეტაძემ 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ქეთევან ჯანელიძე, ინდივიდუალური მეწარმეა.
ვრცლად იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში აღმოჩენილ დარღვევებს გაეცანით ბმულზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი