

ხარაგაულელმა ბესო ლაცაბიძემ 2019 წელს სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი „სიკეთე ხარაგაულში“. ამ ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანების დახმარებით თანხას აგროვებს და ამ თანხით შეძენილ პროდუქტებს მარტოხელა, შეჭირვებულ მოხუცებს აწვდის.
ფეისბუქჯგუფის „სიკეთე ხარაგაულში“ წევრებისა და „წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ფონდის“ მხარდაჭერით, ბესიკ ლაცაბიძე უკვე არაერთ ადამიანსა და ოჯახს დაეხმარა.
ბესომ ამჯერად მურმან ხიჯაკაძის მხარდაჭერა გადაწყვიტა.
„ამ დღეებში ბატონ მურმან ხიჯაკაძესთან წასვლას ვგეგმავ, – წერს ბესო ფეისბუჯგუფში „სიკეთე ხარაგაულში“, – წავუღოთ ფქვილი, პროდუქტი და მოვინახულოთ.
ასევე, თუ ვინმე იცით ხარაგაულის სოფლებში მარტოხელა მოხუცი, ვინც შრომისუნარიანი არაა და მუშაობა არ შეუძლია, ასევე ობოლი მცირეწლოვანი ბავშვები და მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახები, მომწერეთ, მოვეხმაროთ და დავუდგეთ გვერდით მათ.
დაგვემატეთ ჯგუფში #სიკეთეხარაგაულში
მოიწვიეთ თქვენი მეგობრებიც და ერთად ვაკეთოთ სიკეთე.
სიკეთე გადამდებია.
#GE31LB0711154065705001 ლიბერთი ბანკი.
#GE21TB7454545064300023 თიბისი ბანკი.
მიმღები ბესიკ ლაცაბიძე 56001002856.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ბესო ლაცაბიძე – მეჩუქურთმე ხარაგაულიდან
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,