

დღეს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღე ხარაგაულში სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ აღინიშნა.
ეს სპექტაკლი სპეციალურად ხარაგაულელი უფროსკლასელებისთვის გაიმართა. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მაყურებელს მიმართა.
„ხარაგაულის სახალხო თეატრს 123 წლის უწყვეტი ტრადიცია გააჩნია, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – გასულ წელს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ რომ ვითამაშეთ, ჩემთან რამდენიმე უფროსკლასელი მოვიდა და მითხრა, რომ თეატრში ისინი პირველად იყვნენ.
ეს ფაქტი ძალიან განვიცადე. ჩვენი თეატრი სპექტაკლებს მართავს არა მარტო ხარაგაულში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და უცხოეთში. ამიტომ ხარაგაულელი ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ ამ თეატრს.
გადავწყვიტეთ და ტრადიციად დავამკვიდრებთ, – თეატრის საერთაშორისო დღეს ყოველთვის გავმართავთ სპექტაკლს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უფროსკლასელებისთვის“.
დღესვე ხარაგაულის სახალხო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები და მხატვარი მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას