ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს რეგიონებში ვენახების კადასტრს ქმნის.
ამ სააგენტოს მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსის დავით მაღრაძის ინფორმაციით, ვენახების კადასტრის შექმნის მიზნით, პირველ ეტაპზე, სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. აპრილის ბოლომდე კი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
„პროექტის საბოლოო მიზანი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებაა, – ამბობს დავით მაღრაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის ზუსტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, რომელ კუთხეში ვაზის რა ჯიშები ხარობს, როგორ ოპერირებენ მევენახეები.
ღვინო ვენახიდან მოდის და ჩვენ გვჭირდება დავინახოთ სრული სურათი – ვაზიდან ბოთლამდე. რა სიტუაციაც გვექნება ვენახებში, იმას მივიღებთ შემდეგ ღვინოში.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.
ღვინის ეროვნული სააგენტო, ამ დრომდე, მხოლოდ საექსპორტო ღვინის სერტიფიცირებას ახორციელებდა. 2023 წლიდან შიდა ბაზრის ღვინოებიც სერტიფიცირებას ექვემდებარება.
მწარმოებელი ღვინოს ბაზარზე გასაყიდად ისე ვერ გაიტანს, თუ ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირებას არ გაივლის. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია როგორი ვენახი აქვს კონკრეტულ მეღვინეს. ეს მიკვლევადობისთვის აუცილებელია, რომ ვენახიდან ბოთლამდე მთლიანი ჯაჭვი დავინახოთ.
ვენახების კადასტრი კახეთიდან დავიწყეთ, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და და გურიაში ვიმყოფებოდით.
საქართველოში ღვინო მარტო კახეთში არ იწარმოება. დასავლეთ საქართველოში მევენახეობის განვითარების დიდი პერსპექტივაა.
მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული სურათი გვექნება, რა ჯიშის ვენახები გვაქვს, რა ფართობზეა გაშენებული, რამდენი წლისაა დ სხვ.
ამ საბაზისო ინფორმაციაზე დაყრდნობით დარგის განვითარება-გაძლიერების ეტაპზე გადავალთ, მაგალითად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვაზის რომელმა ჯიშმა შეიძლება უფრო მეტი მოსავალი მოგვცეს და გავიდეთ მევენახეთა და მეღვინეთა სამიზნე ჯგუფებზე.
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.
ვენახის საკადასტრო სისტემა, მსგვასად ევროპული სისტემებისა, მუდმივად განახლებადი იქნება“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი