ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 9 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 14 700 ლარზე გამოაცხადა. მასში არც ერთი მომწოდებელი არ ჩაერთო. ამის გამო ტენდერი არ შედგა.
ტრანსპორტირებისთვის ხელახალი ტენდერი, იგივე თანხაზე, 21 მარტს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი გედსამანიიდან ხუნევის გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით ვერტყვიჭალამდე; შემდეგ – ვერტყვილის, საქასრიის, ბორითისა და მაქათუბნის გავლით – უბისამდე და უკან სოფელ გედსამანიამდე იმოძრავებს.
მიკროავტობუსი მგზავრებს მოემსახურება კვირაში ხუთი დღე, – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და დღეში შეასრულებს ორ სვლაგეზს:
გედსამანიიდან გასვლა – 07:30 სთ.; უბისიდან გამოსვლა – 08:30 სთ;
გედსამანიიდან გასვლა – 14:00 სთ.; უბისიდან გამოსვლა – 15:00 სთ.
მგზავრობის ღირებულება ამ მარშრუტებზე ერთი ლარია.
განმეორებით ტენდერში წინადადებების მიღება 28 მარტს დაიწყება და 30 მარტს დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში მგზავრთა ტრანსპორტირების სუბსიდირება ლეღვანი-ხარაგაულისა და ხარაგაული-კიცხის ზონის მიმართულებით იგეგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხის მოსაგვარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მოძიებაზე მუშაობენ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი