

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს თანამდებობის პირებმა ქონებრივი დეკლარაციები 2014 წლის სექტემბერში შეავსეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,
მას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის „სახალხო ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 1400 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 720 ლარი. 2013 წელს მან ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულად მუშაობისას 9 860 ლარის შემოსავალი მიიღო.
განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 70 კვმ ფართის მქონე ბინას ხარაგაულში დეკანოსიძის ქუჩაზე და 600 კვმ მიწის ნაკვეთს წერეთლის ქუჩაზე. მისი მეუღლე მევლუდ მესხი ფლობს 130 კვმ ფართობის მქონე საცხოვრებელ სახლს და 5 000 კვმ მიწის ნაკვეთს სოფელ საქარიქედში.
მარინე ვეფხვაძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტს pianino, ხოლო მისი მეუღლე – ავტომანქანას opel-veqtra.
დეკლარაციის შევსების მომენტში მარინე ვეფხვაძეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1000 ლარი, მის მეუღლეს – 160 ლარი, შვილებს კი ანაბრებზე – 600 ლარი.
მევლუდი მესხი ფლობს საცხობს ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე. მისმა შემოსავალმა საწარმოს საქმიანობით 2013 წელს 1 200 ლარი შეადგინა. მან ასევე 2013 წელს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მენეჯერად მუშაობით 2 500 ლარი შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, მარინე ვეფხვაძე 2013 წელს ხარაგაულის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და შემოსავლის სახით 7 000 ლარი მიიღო.
იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას opel astra სახელმწიფო ნომრით JWJ 984. დეკლარაციის შევსებისას მას „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე ჰქონდა 500 ლარი, ხოლო „თი-ბი-სი“ ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 400 ლარი.
საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძე სოფელ ღვერკში ფლობს 3 000 კვმ ფართის მქონე საცხოვრებელ სახლს და 1 100 კვმ მიწის ნაკვეთს ხარაგაულში. მისი მეუღლე ქეთევან ლომსაძე ფლობს 80 კვმ ფართის მქონე ბინას ხარაგაულში, წერეთლის ქუჩაზე.
დეკლარაციის შევსების მომენტში გივი თხელიძეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 350 ლარი, ხოლო ამავე ბანკის დეპოზიტზე – 1 450 ლარი.
2013 წელს დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობით გივი თხელიძემ 14 000 ლარი შემოსავალი მიიღო, მისმა მეუღლემ ხარაგაულის „წყალსერვისის“ მთავარ ბუღალტრად მუშაობით – 3000 ლარი.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი ფლობს 82 კვმ ფართის ბინას თბილისში, ლიბანის ქუჩაზე, 800 კვმ ფართობის საცხოვრებელ სახლს ხარაგაულში და 17.10 კვმ ფართის ავტოფარეხს თბილისში. მისი მეუღლე ცაგო ჯოხაძე ფლობს 28 კვმ ფართობის მქონე ბინას ქუთაისში. შალვა ლურსმანაშვილის საკუთრებაშია 1999 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა NISAN PATFAINDERI. დეკლარაციის შევსებისას შალვა ლურსმანაშვილს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 350 ლარი. 2013 წელს მან შპს „შა-კას“ გენერალურ დირექტორად საქმიანობით 7 894 ლარი მიიღო. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ წინა წელს მან სამეურნეო და საოჯახო ხარჯებში 8 000 ლარი დახარჯა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი