სექსუალურ მოძალადეს თავისი განზრახვის აღსრულება ნებისმიერ დროს და ადგილას შეუძლია. ის კარგად გეგმავს დანაშაულს და კარგად იცის, როგორ გაიტყუოს და დაიყოლიოს ბავშვი, – ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ამომცნობ ნიშნებს გვაცნობს.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ბავშვი გახდეს. ამ ყველაფრისგან ბავშვს იცავს ცოდნა, ინფორმაცია საფრთხის შემცველი ქცევის შესახებ, რაც სექსუალური განათლების ნაწილია.
Grooming -ის (სექსუალურ ქცევაზე დაყოლიების) ნიშნები 11 წლამდე ასაკის ბავშვებში:
სექსუალურ ურთიერთობაზე ბავშვის დაყოლიების (Grooming) მცდელობისას, შესაძლოა, შეამჩნიოთ:
(ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა).
სექსუალურ ურთიერთობაზე ბავშვის დაყოლიების (Grooming) ნიშნები მოზარდებში:
ზოგჯერ ე. წ. Grooming მშობლებზე და ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. ამიტომ მშობელი (აღმზრდელი) ყურადღებით უნდა იყოს და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს:
თუ მეტი დამაჯერებლობისათვის იწყებს ფლირტს ან ცდილობს რომანის გაბმას ბავშვის მშობელთან.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ეს ნიშნები საყურადღებოა და არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად საფრთხის ქვეშაა.
არსებობს ბავშვით დაინტერესებული სექსუალური მოძალადის 3 ტიპი:
ე. წ. მანიპულატორები – ბავშვის მისაზიდად იყენებენ ყურადღების გამოხატვას, საჩუქრებს. ძალადობისთვის სამზადისში, ხშირად ბევრ დროს ახარჯავენ თავიანთ მსხვერპლზე „ზრუნვას“. მათ შეიძლება გამოიყენონ მუქარა, შანტაჟი და ფიზიკური ძალადობა, რათა თავიდან აიცილონ გამჟღავნება, მხილება;
„ჩაკეტილი“ (Introverted) – ისინი მოკლებულნი არიან „მაცდუნებელთა“ უნარს, გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბონ ბავშვებთან. მათ მინიმუმამდე დაჰყავთ მსხვერპლებთან ვერბალური კონტაქტი და სექსუალური ურთიერთობების დამყარებას უცნობ ან ძალიან პატარა ბავშვებთან ცდილობენ; (ძირითადად საფრთხეს ქმნიან ბავშვთა თავშეყრის ადგილებში – სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსის ეზო, პარკი, სათამაშო მოედანი და სხვა)
„მოძალადე-სადისტები“ – ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ჯგუფი, რომლებსაც სექსუალურად აინტერესებთ ბავშვები, მაგრამ, ამავე დროს, სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მსხვერპლისთვის ტკივილის მიყენებით. მოძალადეთა სწორედ ამ ტიპისთვის არის დამახასიათებელი ძალის გამოყენება ბავშვის დაუფლების მიზნით, აგრეთვე მსხვერპლის გატაცება და მკვლელობა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.