

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმიანება.
„ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ხმამაღლა და გარკვევით თქვა თავისი სათქმელი და ბოლოსდაბოლოს, მმართველმა პარტიამ მოუსმინა მათ.
ახლა ყველას გვსურს დავინახოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ის კანონები, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ არის საჭირო საქართველოში.
საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, და ეხმარება იმ ქართველებს, რომლებიც მთელ ქვეყანაში საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის დაუღალავად მუშაობენ.
სწორედ ამას აკეთებს საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია. ამის დასანახად საკმარისია, მიმოიხედოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება.
საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მათი მთავრობა დაპირებას შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული.
ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე“, – წერს ელჩი დეგნანი.
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის