ადამიანის უფლებათა ცენტრმა „სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების ანალიზი“ შეიმუშვა.
ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას სამედიცინო კლინიკებში მკურნალობისას დაზარალებულ მოქალაქეებს.
ანალიტიკური დოკუმენტი ეხება სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული დახმარების პროცესში გამოკვეთილ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარმოებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ხშირია პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები ისეთი ელემენტარული ოპერაციების ჩატარების შედეგად, როგორიც არის ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ან გლანდების ოპერაცია. მეტიც, ამ საქმეებში გამოვლენილი მედპერსონალის შეცდომები არ არის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ პროპორციულად სანქცირებული.
ასეთ შემთხვევებში, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ან 3 თვემდე ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაა. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის საქმისადმი არაკომპეტენტური დამოკიდებულების წახალისებას, ხოლო, მეორე მხრივ, რისკის შემცველია ყველა პოტენციური პაციენტის სიცოცხლისათვის.
სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული პაციენტის უფლებების დარღვევის შემთხვევებში, ჭიანურდება გამოძიების ეტაპი და წლების განმავლობაში იწელება შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესი, ირღვევა კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული მართლმსაჯულების განხორციელების გონივრული ვადები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი სისტემური რეფორმების გატარებას.
ვრცლად „სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების ანალიზს“ გაეცანით ბმულზე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი