

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ აღნიშნავს.
„ეს სპექტაკლი სპეციალურად უფროსკლასელებისთვის გაიმართება, – აღნიშნა ამ თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე, – მოსწავლეებს გასულ წელს „დარისპანის გასაჭირი“ რომ ვაჩვენეთ, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა თეატრში პირველად იმყოფებოდა.
ახალგაზრდები თეატრალურ ხელოვნებას აუცილებლად უნდა ეზიარონ. მითუმეტეს, რომ ხარაგაულში მდიდარი თეატრალური ტრადიციები გვაქვს და ხარაგაულის სახალხო თეატრი 123 წლისაა“.
„მაცეკვე ტანგო“ ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში 27 მარტს 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ეს სპექტაკლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის სცენარის მიხედვით დადგა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ამ სპექტაკლით, საერთაშორისო ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი – 2022“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ნინო კაპანაძე
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას