

საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი – 2022“ ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის ორი მსახიობი დაჯილდოვდა სპექტაკლში „მაცეკვე ტანგო“ შესრულებული როლებისთვის. ნომინაციაში – „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ირინე ჩხეიძემ გაიმარჯვა, ნომინაციაში – „საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი“ – ნიკოლოზ მაჭავარიანმა.
ფესტივალის გრანპრი ტყიბულის თეატრმა მოიპოვა. ფესტივალზე პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ დადგმული 17 სპექტაკლი იყო წარდგენილი.
„ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მისი ანალოგი საქართველოში არ გვაქვს, – ამბობს ფესტივალის ჟიურის წევრი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, – ახლა, როცა ფაქტობრივად სახალხო თეატრები მივიწყებულია, სწორედ ეს ფესტივალი აჩენს მოტივაციას, რომ ისინი გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, განვითარდნენ და ახალგაზრდა კადრები მოიზიდონ. მადლობა თითოეულ მონაწილეს და ფესტივალის ორგანიზატორებს“.
ვულოცავთ ხარაგაულის 120 წლის თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს, ნიკოლოზ მაჭავარიანს და მთელ თეატრალურ დასს მორიგ აღიარებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ