

დღეს, 23 თებერვალს, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) სალონური შეხვედრა – „პოეზიის საღამო ფინჯან ჩაისთან ერთად“ გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულ ხარაგაულელებს მოსწავლეთა სახლის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა ლალი შარაშიძემ, მოსწავლეებმა მარიამ და გიორგი მდივნიშვილებმა ჩაის წარმოშობისა და საქართველოში მისი გავრცელების ისტორია გააცნეს.
ამ ღონისძიების იდეა მოსწავლეთა სახლის თანამშრომელს, ქეთევან ხარაძეს ეკუთვნის. სალონური შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ლექსები და მოგონებები გაუზიარეს.

„თებერვალი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე თვეა, – აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – ამ დროს, როცა ირგვლივ სიცივე და თოვლია, მუდმივად 1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს ოკუპაციის დღე მახსენდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში.
გამახსენდა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა სკოლას ვამთავრებდი, შევიძინე „პოეტის ათასი სტრიქონი“, – მწვანეყდიანი წიგნი, რომელშიც ერთი ფურცელი ამოხეული იყო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ გამომცემლობას გაეპარა კოლაუ ნადირაძის ლექსი „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“, რომელიც საქართველოს ოკუპაციის უმძიმეს დღეს აღწერს. ის ფურცელი იმ წიგნის ათასობით ეგზემპლარში ამოუხევიათ. ის მძიმე დღე და ეს ლექსიც უნდა გავიხსენოთ.
ვისურვებდი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალში მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდეს“.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,