

2023 წლის პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში ჩაერთონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანების პროექტი მზადდება. მიისვე თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და თავიანთი საპროექტო წინადადება/იდეა წარადგინონ.
გასულის წლის ანალოგიურად, მოქალაქეებისგან წარდგენილ იდეებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის. ამის შემდეგ ეს იდეები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება. გაიმარჯვებს ის იდეა, რომელიც ფეისბუქზე მოწონებებით ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ამ პროგრამის მთლიანი წლიური ბიუჯეტი 150 000 ლარია.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. ეს პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.
გასულ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულში განხორციელდა ექვსი პროექტი: ხარაგაულში მოეწყო ფრენბურთის მოედანი და ტურისტული ლოკაცია, ღორეშაში – მინი ფეხბურთის სტადიონი, ვერტყვიჭალაში – ტრენაჟორები და ფანჩატური, კიცხში – „ლილეს წყარო“, ფარცხნალში – დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის ჭაბურღილი.
ამავე თემაზე
ხარაგაულში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში გამარჯვებული პროექტებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ