

საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული შვიდი პროექტიდან ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი ხუთი პროექტის განხორციელებისთვის გამოაცხადდა. ეს პროექტებია:
რა ბედი ელის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების დამზადებისა და ფარცხნალში დევდარიანებისა და ლეჟავების უბანში წყლის ჭაბურღილის მოწყობას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო დასახლებებისთვის აბრების მოწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ტენდერი ჭაბურღილის სისტემის მოწყობის მიზნით მალე გამოცხადდება. ფარცხნალში მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის, დამატები სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც შესრულდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამით“ შერჩეული ამ პროექტების განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 30 ივნისს გაიხსნა.
საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურის – მიმოსვლის განრიგი შეიცვალა.
19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სკოლების ინფრასტრუქტურის
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში ხარაგაულში ჭიათურის სახელმწიფო