

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში განახლდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, სოფლების საბავშვო ბაღებში, დიდთოვლობის გამო, აღსაზრდელები არ დადიან.
„საბავშვო ბაღების გამგეები აღსაზრდელთა მშობლებს დაუკავშირდნენ და მათთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის პროცესი ერთი კვირით შეგვეწყვიტა. სოფლების საბავშვო ბაღებში სწავლა 27 თებერვალს განახლდება“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, უხვი თოვლის გამო, 16 თებერვალს შეწყდა.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას