

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე ფლობს ოთხ ბინას თბილისში – 89 კვმ ფართობის ბინას ვაჟა-ფშაველაზე, 40 კვმ ფართის ბინას მირცხულავას ქუჩაზე, 90 კვმ ფართის ბინას თამარაშვილის ქუჩაზე და 100 კვმ ფართის ბინას თამარაშვილის ქუჩაზე.
ვაჟა-ფშაველას #18-ში მდებარეობს მანანა ბარბაქაძის საკუთრებაში არსებული 19 კვმ ფართობის ავტოფარეხი. მანანა ბარბაქაძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ბორითში, რომლის ფართობია 200 კვმ, ასევე ბორითში 1 500 კვმ მიწის ნაკვეთი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფლობს 2002 წელს გამოშვებულ ავტომანქანას toiota rav 4. მანანა ბარბაქაძის დეკლარაციაში ასახულია მის საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის ღირებულებაც აღემატება ათი ათას ლარს, – სასადილო გარნიტური რენესანსი და როიალი ofen baxen ika. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მანანა ბარბაქაძეს „ლიბერთი ბანკის“ ანაბარზე ჰქონდა 8 ათასი ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე – 200 ლარი, ნაღდი ფული – 9 500 ლარი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მანანა ბარბაქაძემ 2012 წელს მიიღო სესხი 15 ათასი ლარის ოდენობით ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. სესხის გამცემი ორგანიზაცია ან კერძო პირი დეკლარაციაში მითითებული არ არის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია, რომ მანანა ბარბაქაძე არის შპს AVIUGROUP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 25%-იანი წილის მფლობელი. მანანა ბარბაქაძემ ეს ინფორმაცია დეკლარაციაში არ მიუთითა. შპს AVIUGROUP-ის იურიდიული მისამართია ვაჟა-ფშაველას 18/17. საზოგადოების საქმიანობის მიზნებად კი მის წესდებაში მითითებულია საკვებწარმოების ობიექტის გახსნა, სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის დისტრიბუცია, გადამუშავება, რეალიზაცია. ორგანიზაცია დაფუძნებულია 2013 წლის 28 მარტს.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი