

2022 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის – მორძგვეთის, სკინდორის, ეწერის, სალიეთის, ქვაციხეს, საკურწესა და რცხილათის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. ამისათვის გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერები გამოაცხადა.
მორძგვეთის, სკინდორის, ეწერისა და სალიეთის გაზიფიცირებისთვის ხელშეკრულება დღეს, 2 ნოემბერს, უნდა გაფორმდეს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქმშენსერვისი“ ამ სამუშაოების შესრულებას 3 026 549 ლარად აპირებს.
ქვაციხეს, საკურწეს და რცხილათის გაზიფიცირებისთვის ტენდერი 4 126 409 ლარზე გამოცხადდა. ამ ტენდერში შპს-მ „კომპანია კავკასიონი“ გაიმარჯვა. დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
ამ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ხელშეკრულებების გაფორმებიდან 305 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
ხარაგაულისა და ჭიათურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.