

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს, 1 თებერვალს, ხარაგაულის #2, ვახანისა და მარელისის სკოლების მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, „ეს მოსწავლები ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან. მათ მწერლების – ოთარ ჭილაძის, ნოდარ დუმბაძის, კონსტანტინე გამსახურდიას პოეტური და პროზაული ნაწარმოებები წაიკითხეს. წელს ამ მწერლების საიუბილეო თარიღები აღინიშნება.
ახალგაზრდებმა ასევე ხარაგაულელი პოეტების – ლინა ბარათაშვილის, ვალერი გოგნაძისა და მამუკა ჭიპაშვილის ლექსები წაიკითხეს. მათთან ერთად წიგნების კითხვაში ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ჩავერთეთ. შემდეგ კი ყველამ ერთად წაკითხულ ნაწარმოებებზე ვისმჯელეთ“.
დღესვე, 15:00 საათზე, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას