დღეს, პირველ თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ცენტრალური, საბავშვო და სასოფლო ბიბლიოთეკები სკოლებთან თანამშრომლობით ღონისძიებებს გამართავენ.
ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე შემოგვთავაზებს ამ თემასთან დაკავშირებულ ვიდეორგოლს, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წიგნიდან ლექსებს კითხულობენ.
მამუკა ჭიპაშვილის ნოველის მიხედვით კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გადაიღო სამწუთიანი ფილმი „წიგნის კითხვა“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, პირველ თებერვალს, უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ფოტოზე – კადრი სამწუთიანი ფილმიდან „წიგნის კითხვა“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი