ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე ხვალ, 19 იანვარს, გრონინგენში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტს გამართავს.
„ამ ფესტივალში გასულ წელსაც ვმონაწილეობდი, – ამბობს ანუშკა ჩხეიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – პანდემია რადგან იყო, ფესტივალი ონლაინ ჩატარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია და მასში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მიმდევარი საერთაშორისო დონის არტისტები მონაწილეობენ.
ფესტივალს პროდიუსერები, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები დაესწრებიან. ჩემი მუსიკის მოწონების შემთხვევაში, სხვა ფესტივალებზე მიმიწვევენ.
გრონინგენის მუსიკალური ფესტივალი ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში ტარდება. მე ძველი კინოს შენობაში, დიდ სცენაზე უნდა დავუკრა. ჩემი გამოსვლა მულტიმედიური იქნება – ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დარბაზის ჭერზე გამოფენის კადრებს გაუშვებენ.
მაყურებლის წინაშე 45 წუთიანი პროგრამით წარვსდგები. კინოდარბაზი ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩემს მუსიკას შეუხამეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალზე საქართველოს მე წარვადგენ.
ყველას გილოცავთ ახალ, 2023 წელს. მინდა, ეს წელი მშვიდი და ბედნიერების მომტანი იყოს“.
ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ ანუშკა ჩხეიძეს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი