
ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე ორი წლით ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის ხელოვნების სკოლაში ისწავლის.
ანუშკამ მუსიკის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლისთვის თანადაფინანსება მოიპოვა. ის ახლა ცოტა ნერვიულობს, რადგან ამდენი ხნით ქვეყანა ამ დრომდე არასდროს დაუტოვებია. თუმცა ამბობს, რომ პროფესიული განვითარებისთვის საქართველოსთან და ოჯახთან დროებითი განშორება აუცილებელია.
ანუშკა საკუთარ თავს სულ იმას უმეორებს, რომ უნდა გაიზარდოს, როგორც მუსიკოსი და ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მუსიკოსებთან ურთიერთობა, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას, მრავალი წელია, ქმნიან.
ანუშკა ჩხეიძეს ძალიან აინტერესებს, როგორია ნიდერლანდებში ელექტრონული მუსიკის სცენა, როგორ აჰყვება მათ რიტმს. მას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სურვილი უცხო ქვეყანაში აქვს.
„ახლახან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ფესტივალზე ვიმყოფებოდი, – გვიამბობს ანუშკა, – იქ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები შევიკრიბეთ. კლასიკური მუსიკის კომპოზიტორებთან და ჯაზორკესტრთან ერთად რამდენიმე ახალი კომპოზიცია შევქმენით. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო სიახლე და გამოცდილება იყო.
იმედია, ნიდერლანდებში სწავლის პერიოდი კარგად ჩაივლის და მნიშვნელოვან ცოდნას მივიღებ“.
წარმატეტებს ვუსურვებთ ანუშკა ჩხეიძეს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად