ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას თავად დაგვიკავშირდა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარით გამოწვეული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.
„ძლიერი ქარის გამო სახლის სახურავი დაზიანდა დიდვაკეში და ვმუშაობთ, რომ აღდგენითი ღონისძიებები განხორციელდეს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის საშუალებას დავეხმარებით ამ ოჯახს სახურავით.
დაბა ხარაგაულში ერთი ხე მოითხარა და რაიმე საფრთხე არ გამოუწვევია, ორი ხის მოჭრას ვგეგმავთ, წინასწარ, პრევენციისთვის.
ელექტროენერგიის სადენები დაზიანებულია სოფლებში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებს ამ წუთის მონაცემებით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, ამ საკითხებზე ენერგო პრო ჯორგია მუშაობს.
ჩვენ ეტაპობრივად ვიღებთ ინფორმაციებს და ვმოძრაობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ამ წუთში სადმე გზა იყოს ჩაკეტილი ან რაიმე საფრთხე ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ძლიერმა ქარმა ხარაგაულის კინოთეატრის წინ ხე მოთხარა.
ამ დილით ქარმა ხე ასევე მოთხარა უნივერმაღის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის წინ. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძვირფასო ხარაგაულელებო, „ჩემი ხარაგაულის“ რედაცია გირჩევთ, რომ ძლიერი ქარის ჩადგომამდე, სიფრთხილე გამოიჩინოთ ქუჩებში გადაადგილებისას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი