

ხარაგაულში წუხელ ძლიერმა ქარმა კინოთეატრის წინ ხე მოთხრა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და არავინ დაზარალებულა.
რა სიტუაციია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, – ამის გასარკვევად მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „რაიმე სერიოზული დაზიანება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება. მეტი ინფორმაციისთვის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მიმართეთ“.
ვარლამ ჭიპაშვილის ტელეფონის ნომერი გამორთულია. სავარაუდოდ, ისეთ ზონაში გადაადგილდება, სადაც ტელეფონი არ იჭერს. მეტი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დამატებით გაცნობებთ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას