ანტიბიოტიკებისადმი და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამედროვეობის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს.
ანტიმიკრობული მედიკამენტები ფართოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც.
ამ ნივთიერებებით გაჯერებული ცხოველური წარმოშობის სურსათი ასევე შეიცავს პრეპარატების ნარჩენებს. ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს უკვე ადამიანიც იღებს, რაც ანტიმიკრობული რეზისტენტულობის განვითარების რისკებს ზრდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2019 წელს მსოფლიოში 1.27 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური ოდენობები, რომლებსაც ესა თუ ის სურსათი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთიერება კი საერთოდ აკრძალულია.
თუმცა, ამ მოთხოვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლი არ არის საკმარისი. შესაბამისად, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის შესახებ იმ სურსათში, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით და ზოგადად, პრობლემის მასშტაბების შესახებ, რათა, ხელისუფლებასა და მეწარმეებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვოთ.
ამიტომაც momxmarebeli.ge იწყებს თანხების შეგროვებას მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმებისათვის.
დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე momxmarebeli.ge
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი