9 დეკემბერს უფლებადამცველების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს დღე აღიარებს უფლებადამცველების განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს საზოგადოების და დემოკრატიის განვითარებაში, მშვიდობის გაძლიერებაში, რაც აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციით.
უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ამ წუთებში ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიება გახსნა ჰელენე სანდ ანდრესენმა – ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში; ბაია პატარაიამ – საფარის დირექტორმა, ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ და ნათია თავბერიძემ – ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორმა.
თემაზე – გამოხატვის თავისუფლება და აქტივიზმი ლიტერატურაში – კულტურული წრეების შეზღუდვის ტენდენციები – ისაუბრა პოეტმა რატი ამაღლობელმა.
პანელური დისკუსიის თემაა – ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის – უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე.
„ჩემი ხარაგაული“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პარტნიორი მედიაორგანიზაციაა. ამიტომ ამ ღონისძიებაში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძეც მონაწილეობს.
ღონისძიების დასასრულს „ლექსოს პრემიის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა – „ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს დააარსა. პრემია ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს.
ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში, ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
პრემია „ლექსო“ დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ. მის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.
„ლექსოს პრემიაზე“ ჟიურის გადაწყვეტილებით, წარდგენილნი არიან ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია ფორმულას, ონლაინ გამოცემა On.ge-ს,
„ბათუმელების“, ჯეიმნიუსისა და რადიო თავისუფლების ჟურნალისტები.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი