

დღეს, 6 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ინტელექტუალური კონკუსი – „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ბოლო ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა,
ერთმანეთს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიისა და ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდები შეეჯიბრნენ. ნახევარფინალურ შეხვედრაში 25 ქულით გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა.
კონკურსის ამ ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო ხარაგაულის #2, #3 და საღანძილის საჯარო სკოლის გუნდებს. მონაწილე მოსწავლეების ავადმყოფობის გამო გუნდები თამაშზე ვერ გამოცხადდნენ.კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ფინალურ შეხვედრაში ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
კონკურსის ფინალი დეკემბრის ბოლოს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება. ფინალში იასპარეზებენ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, მარელისის, ზვარეს, ბორის, ვერტყვიჭალისა და ლეღვანის საჯარო სკოლების გუნდები.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ამავე თემაზე:
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას