ორწლიანი პაუზის შემდეგ ტრადიციული კონკურსი – „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ განახლდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის ამ კონკურსს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ზონალურად ატარებს.
ძირულას ხეობის სკოლების გუნდებისთვის კონკურსი ვერტყვიჭალაში გაიმართა და ზონალური ტურის გამარჯვებული ვერტყვიჭალის სკოლის გუნდი გახდა.
ჩხერიმელას ხეობის სკოლების გუნდებს 28 ნოემბერს მოლითის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. კონკურსის ზონალურ ტურში წიფის, მოლითის, მარელისის, ვახანისა და ზვარის სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით თანაბარი ქულებით კონკურის ამ ზონალურ ტურში მარელისისა და ზვარის სკოლების გუნდებმა გაიმარჯვეს.
დღეს კიცხის ზონის სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი კიცხის საჯარო სკოლაში იმართება. ხარაგაულის ზონის სკოლებისთვის კი შეჯიბრება 6 დეკემბერს გაიმართება.
ზონალურ ტურებში გამარჯვებულები დეკემბრის ბოლომდე ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებენ.
„ყველა ის კონკურსი, რომელიც ხარაგაულს ეხება, მოტივაციას მიმაღლებს, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – როცა მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობ, მეც აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ხარაგაულზე რაღაც არ მცოდნია.ამიტომ ყოველთვის მივესალმები ამ თემატიკის კონკურსების ჩატარებას. ახალგაზრდებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ მშობლიური მხარის გამოჩენილი ადამიანებისა და ხარაგაულის შესახებ ინფორმაცია.
ორგანიზატორებს ასეთი შეხვედრების ადგილად სამომავლოდ მარელისი სკოლა შევთავაზე და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ, ვინაიდან ჩვენი სკოლის შენობაში მეტი მაყურებლის დასწრებაა შესაძლებელი.
შეკითხვები კონკრეტულ სოფლებზე იყო მორგებული და კარგი იქნება, თუ მოსწავლებს უფრო ზოგად შეკითხვებს შესთავაზებენ, რაც ხარაგაულს და მის ცნობილ ადამიანებს ეხება. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენებაც. ამით ქულების დათვლის პროცესში გაუგებრობას ავიცილებთ.
ზოგადად, პროექტს „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ წარმატებას ვუსურვებ. მადლობა ტურიზმის სამსახურს იმისათვის, რომ ასეთ კონკურსებს ატარებენ და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აფიქრებენ ხარაგაულზე, მის ტრადიციებზე, კულტურულ და ბუნებრივ სიმდიდრეებზე, გამოჩენილ ადამიანებზე.
წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. ზვარესა და მარელისის საჯარო სკოლებს გამარჯვებას ვულოცავ. მეამაყებიან ჩემი მოსწავლეები“.
გიორგი გუნთაიშვილი, ზვარის სკოლის გუნდის კაპიტანი: – მომწონს და ვმონაწილეობ ხატვისა და ინტელექტუალურ კონკურსებში. აქაც ვცადე ბედი. ჩვენმა სკოლამ ადრე მეორე ადგილი ავიღეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვთვლი, რომ დამსახურებულად მოვიგეთ და შემდეგ ტურში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. კვირების განმავლობაში ვემზადებოდით ნიკა მასწავლებელთან ერთად. როგორც მოვემზადეთ, ისე დავიმსახურეთ.
„კარგია, რომ პანდემიის შემდეგ ასეთი ღონისძიებები განახლდა, – ამბობს წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე, – რადგან ეს კონკურსები, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს მშობლიური მხარისადმი სიყვარულს უძლიერებს, ახალგაზრდების დაახლოებასა და დამეგობრებას უწყობს ხელს. მოსწავლეები თავისუფალ დროს ცოდნის გაღრმავებას უთმობენ.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.
მოლითის სკოლაში გამართული ზონალური ტურის ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.