პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღეს ადამიანები მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
შიდსის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2022 წლის თემაა – „ჩავიტაროთ ტესტირება, მივაღწიოთ თანასწორუფლებიანობას და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია“.
გაეროს შიდსის პროგრამის 2022 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში აივ ინფექციით მცხოვრები პირების რაოდენობამ 38,4 მლნ შეადგინა, მათგან – 1,7 მლნ 0-14 წლის ბავშვია.
საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.
შიდსი (შეძენილი იმუნიდეფიციტური სინდრომი) მართვადი და განკურნებადი დაავადებაა. შიდსით ინფიცირებულთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებია – ხშირად მათ უარს ეუბნებიან დასაქმებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სკოლასა და საბავშვო ბაღში მიღებაზე.
შეიცვალა თუ არა წლების განმავლობაში შიდსით დაავადებულთა მიმართ მიდგომები საზოგადოების მხრიდან, რა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა თავი გარიყულად არ იგრძნოს მას შემდეგ, რაც ის თავის მდგომარეობას გაამჟღავნებს, – ამ შეკითხვებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგს მაია ცინცაძეს მივმართეთ.
„შედარება არ შეიძლება 30 წლის წინანდელ ამბებთან, როდესაც შიდსის პრობლემაზე მუშაობა დავიწყეთ, – ამბობს მაია ცინცაძე, – საზოგადოება ინფიცირებულთა მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული გახდა.
წლების განმავლობაში საგანმანათლებლო კამპანიებს ვატარებდით და საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ შიდსი ადვილად გადამდები დაავადება არ არის. ის ხელის ჩამორთმევით, დახველებით, დაცემინებით, გადაკოცნით ან სხვა სოციალური კონტაქტებით არ გადაეცემა. ამაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დარწმუნდა. თუმცა, შიდსით ინფიცირებულთა მიმართ მიმღებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, მაინც უჭირთ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ ინფიცირებული მკურნალობს, ის უკვე ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს. 20 წლის წინ სენსაცია იყო ის ფაქტი, რომ ინფიცირებულმა დედამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ეს დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. თუ შიდსით ინფიცირებული ნამკურნალებია, ორსულობისას კი დროულად მოგვმართა, ჩვენ ისე ვმართავთ პროცესებს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან.
წლევანდელი სლოგანი – „ჩავიტაროთ ტესტირება, მივაღწიოთ თანასწორუფლებიანობას და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია“ – იმ გამოწვევების გამოძახილია, რაც კოვიდპანდემიამ მოგვიტანა. კორონავირუსის ინფექციამ გამოწვია ის, რომ გარკვეულწილად შიდსის მკურნალობის დაფინანსება განვითარებად ქვეყნებში შემცირდა.
მსოფლიოში შიდსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა დასტაბილურებული იყო. ბოლო ორი წელია, მთელი ყურადღება კოვიდპანდემიის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ სლოგანი – მივაღწიოთ თანასწორუფლებიანობას – გვახსენებს, რომ ყურადღება არ მოაკლდეს შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობას და ეს ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
აუცილებლად უნდა დავასრულოთ აივ/შიდსი. შეგახსენებთ, რომ აივ ინფექციის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ გამოვლენაზე, დიაგნოსტირებაზე, ეფექტიან მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული.
აივ ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია – 239 80 18.
თქვენს მკითხველებს ჯანმრთელობას ვუსურვებ“.
აივ/შიდსის გადაცემის გზებია
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა.
ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვია.
აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია
რაც შეეხება აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3659 შემთხვევა, მათგან 99 უცხოეთის მოქალაქეა; 2 დაუდგენელი); შემდეგ სამეგრელოში – 1264; იმერეთში – 1169; აჭარაში – 1130; აფხაზეთში – 546; კახეთში – 484; ქვემო ქართლში – 578; შიდა ქართლში – 374; გურიაში – 208; სამცხე-ჯავახეთში – 137.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი