ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ერთ-ერთი ხარაგაულელი მონაწილის მშობელი თვლის, რომ „მისი შვილის უფლებები დაირღვა და „ეტალონმა“ მეორე ტურის შედეგები, სავარაუდოდ, გააყალბა“. მისმა შვილმა „ეტალონის“ მეორე ტურში 84 ქულა დააგროვა და როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, ათეულში მასზე დაბალი შედეგის მქონე მონაწილეები მოხვდნენ.
„ეტალონის“ ვებგვერდზე შედეგები მალევე შეიცვალა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე გასულს 100 ქულა აქვს, ხოლო მეათე ადგილზე გასულს – 85 ქულა.
რატომ შეიცვალა „ეტალონის“ შედეგები – ამ შეკითხვით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია“ „ეტალონის“ ონლაინჩემპიონატის ერთ-ერთ ორგანიზატორს თაკო ტყეშელაშვილს დაუკავშირდა.
„სამწუხაროდ, გაუგებრობა მოხდა, – გვიპასუხა თაკო ტყეშელაშვილმა, – ხარაგაულში „ეტალონის“ მეორე ტურის შედეგების გამოსაქვეყნებლად დიზაინერმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტურის შედეგების შაბლონი გამოიყენა. მან ხარაგაულელი მოსწავლეების სახელი და გვარები ჩაწერა, ხოლო ქულები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების დატოვა.
ამის თაობაზე ხარაგაულიდან დაგვიკავშირდნენ და ტექნიკური ხარვეზი მალევე გავასწორეთ. დიზაინერს ვუსაყვედურეთ. ვწუხართ, თუ რომელიმე მოსწავლე ამ შეცდომის გამო დაზარალდა“.
უფლებაშელახული მოსწავლის კლასის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ეტალონის“ ორგანიზატორებს მეტი ყურადღება მართებთ, როცა საქმე მოსწავლეებს ეხება. „მოსწავლემ, რომლის უფლებებიც შეილახა, ეს ფაქტი ძალიან განიცადა. ვფიქრობ, მეტი დაკვირვებაა საჭირო შედეგების გამოქვეყნებისას. ახლა, თქვენგან შევიტყვე, რაშიც ყოფილა საქმე და მოსწავლესაც ავუხსნი“.
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად 2 ათას ლარზე მეტი ირიცხება. წელს ამ ჩემპიონატის დისტანციურად ჩატარებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 960 ლარი იხარჯება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი