

89 წლის ასაკში ფილოლოგი, მთარგმნელი და ლიტერატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა.
ზურაბ კიკნაძე იკვლევდა შუამდინარულ ლიტერატურას, მითოლოგიას, ქრისტიანულ კულტურას, ბიბლიის თარგმანსა და ეგზეგეტიკას. იგი რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
„ოდისეის“ თარგმნისათვის ზურაბ კიკნაძემ 1978 წელს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიიღო. 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატი გახდა, 2005 წელს კი სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ზურაბ კიკნაძე წარმოშობით ხარაგაულიდანაა. ხარაგაულის სოფელ სხლითში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე დოსითეოსთან (ბოგვერაძე) ერთად 2022 წლის ივლისში სტუმრობისას ბატონი ზურაბი ამბობს, რომ მისთვის საქართველოს სიყვარული კერძო, კონკრეტული ადგილიდან იწყება.
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის N1550 განკარგულებით,
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის