

კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისსა და სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება.
ფორუმის ფარგლებში ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც მეცნიერები, ეკონომისტები, სტუდენტები, ღვინის პროფესიონალები, ჯამში 80-მდე სტუმარი დაესწრო.
ამ სამეცნიერო კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი დავით მაღრაძე უძღვებოდა.
სამეცნიერო კონფერენციაზე განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, მისი მარკეტინკული პოტენციალი, ქართული ღვინის თამამედროვე ინდუსტრია, ქართული ველური და კულტურული ვაზის ჯიშების მახასიათებლები და სხვა.
ფორუმის პროგრამა, სამეცნიერო კონფერენციის გარდა, მოიცავს „საფერავის ფესტივალსა“ და ქართული ღვინის დეგუსტაციას.
ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები – ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას