პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.
პრემია „თამარი“ ამ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით, სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე, ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებათ.
I პრემიის მფლობელი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით მაღრაძე გახდა.
II პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, CIU-ს ასოცირებულ პროფესორს, სოფიო კასრაძეს ერგო.
III პრემია კი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას გადაეცა.
პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, დოქტორანტ თამთა წირქვაძეს, ხოლო სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (კონსტიტუციონალიზმი) ჯილდო აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.
პირველი პრემიის მფლობელი, წარმოშობით ხარაგაულელი დავით მაღრაძე ქართული ვაზისა და ღვინის მკვლევარია. მისთვის ეს ჯილდო უდიდესი პასუხისმგებლობა და სტიმულია სამომავლო საქმიანობისთვის. დავით მაღრაძე უნივერსიტეტის მხრიდან მევენახეობისადმი გამოჩენილ ყურადღებას ძალიან აფასებს.
„სამეცნიერო აქტივობებში, ძირითადად, გამოცემული წიგნები და სამეცნიერო სტატიები მოიაზრება, – ამბობს დავით მაღრაძე, – ბოლო სამ წელიწადში წიგნი „საქართველოს ველური ვაზი“ ინგლისურ ენაზე გამოვეცი, უცხოურ და ქართულ ენებზე რვა სამეცნიერო სტატია გამოვაქვეყნე. ეს სტატიები მევენახეობა-მეღვინეობას, ვაზის ქართულ ჯიშებს ეხებოდა. ჩემი სამი წლის ნაშრომი უნივერსიტეტმა შეაჯამა და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო“.
სამეცნიერო პრემია „თამარი“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2017 წელს დააფუძნა. პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის – თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ღვინის სამშობლო საქართველოა – პრეზენტაცია ხარაგაულის მუზეუმში
დავით მაღრაძე – გვაცნობეთ საქართველოში გავრცელებულ ველურ ვაზზე
სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელდა
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“