ბორითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობა, ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს პოსტერების კონკურსს „გახდი ტოლერანტი“.
კონკურსის მიზანია
– მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მთლიანად თემში ამაღლდეს ტოლერანტობის თვითშეგნება;
– წარმოჩინდეს ამ კუთხით რეგიონში არსებული პრობლემები და დაისახოს მათი გადაჭრის გზები;
– მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ განსხვავებულობის მიმღებლობისა და მათთან თანაცხოვრების განცდა.
კონკურსი ხორციელდება USAID-სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში და ტარდება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბორითის, უბისას, ვაშლევის, ვერტყვიჭალის, ხუნევის, ნადაბურის და ხევის საჯარო სკოლის VII-XII კლასების მოსწავლეებს.
თითო კლასიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი ნამუშევარი.
კონკურსანტებს ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.
ნამუშევრები შეიძლება იყოს როგორც ციფრულ, ასევე მატერიალურ (ხელით შესრულებული) ფორმატში.
შეფასების კრიტერიუმები:
სამი საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც მოხდება მათი დათვალიერება/ შეფასება და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
იმავე დღეს გაიმართება ტოლერანტობის თემაზე ფილმის ჩვენება და განხილვა. დასწრება თავისუფალია. აღნიშნული სკოლების უფროსკლასელებს გთხოვთ მობრძანდით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე:
599 30 21 59 – რაგული კალანდაძე; e-mail – ragulikalandadze@gmail.com
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი